weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უნგრეთში უსახლკაროებს ქუჩაში დაძინება აეკრძალათ

12:57 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

უნგრეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც უსახლკაროებს ქუჩაში ღამით დაძინებას უკრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, პოლიციას ეძლევა უფლება, გააძევოს უსახლკარო ქუჩიდან ან ძალის გამოყენებით გადაიყვანოს ის თავშესაფარში. 90-დღიან პერიოდში რეგულაციის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში კი უსახლკარო პირს პატიმრობა ემუქრება.

სხვადასხვა მონაცემებით, უნგრეთში 20 000-დან 50 000-მდე უსახლკარო ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ ბუდაპეშტშია, ქვეყნის სპეციალურ თავშესაფრებს კი ღამის გასათევით მხოლოდ 11 000 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია, თუმცა ხელისუფლება თავშესაფრების გაფართოებას გეგმავს.

უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტით უსახლკარო პირების დასახმარებლად 32 მილიონ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.

უნგრეთის პარლამენტის მიერ ივნისში დამტკიცებული კანონი ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა გააკრიტიკა. გაეროს უწყების ცნობით, ახალი კანონი, რომელიც უსახლკაროების კრიმინალიზებას ახდენს, მკაცრია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]