Grenfell Tower-ში ცეცხლი 14 ივნისს, 01:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე 40 სახანძრო მანქანა და 200 მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მათ ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს.
მრავალსართულიანი სახლი 1974 წელს ააშენეს. მისი ექსტერიერის გასარემონტებლად ცოტა ხნის წინ 11 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.