weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თურქეთის ოპოზიციური პარტია რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გაუქმებას ითხოვს

10:29 ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური საჩივრით მიმართა, რათა ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მიაღწიოს. ამავდროულად თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გამოვიდა მოწოდებით, რომ კენჭისყრის შედეგებს პატივი ყველამ უნდა სცეს.

თურქეთის ჩატარებულ რეფერენდუმში დარღვევების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის სამეთვალყურეო სამსახურებმა, ასევე თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა.

საარჩევნო უწყების თანახმად, 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმში შეთავაზებულ ცვლილებებს მიემხრო მოსახლეობის 51.4 პროცენტი. რეფერენდუმით შეთავაზებული წესებით, ქვეყნის პრეზიდენტს უფრო ფართო უფლებამოსილება ენიჭება და შესაძლებელი გახდება, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]