weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

საჰაერო იერიშის შედეგად სომალიში „ალ-შაბააბის“ 60 წევრი მოკლეს

13:15 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 hits 390

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სომალიში ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ავიაიერიშების სერია აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა.

როგორც აშშ-ის ავიაციაში აღნიშნავენ, საჰაერო შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაღუპულან.

ბოლო რამდენიმე წელია, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ თავდასხმებს საკმაოდ აქტიურად ახორციელებს. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ინტენსიური გახდა და თეთრი სახლის ცნობით, სომალელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]