როგორც აშშ-ის ავიაციაში აღნიშნავენ, საჰაერო შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაღუპულან.
ბოლო რამდენიმე წელია, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ თავდასხმებს საკმაოდ აქტიურად ახორციელებს. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ინტენსიური გახდა და თეთრი სახლის ცნობით, სომალელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.