ოფიციალური წყაროების ცნობით, ჯამში 20 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
დაიკუნდის პროვინციაში თალიბები თავს დაესხნენ არმიის საგუშაგოს, სადაც ერთსაათიანი შეტაკების შედეგად დაიღუპა ხუთი ავღანელი ჯარისკაცი და ხუთი პოლიციელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰმიდმა თქვა, რომ დაიკუნდში 19, ხოლო სამაგანის პროვინციაში დახოცეს 30 პოლიციელი და ჯარისკაცი.
აღნიშნული თავდასხმების ფონი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის ჩაშლასაც ექსტრემისტები თავდასხმებით ცდილობენ.