"დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა და გვანიშნებდა, რომ გადმოაგდებდა თუ ვინმე მის დაჭერას შეძლებდა. მან ბავშვი საბანში გაახვია და გადმოაგდო. ჩემს გვერდით მდგარი მამაკაცი კი წინ გაიჭრა და ბავშვის დაჭერა მოახერხა", - ციტირებს სამირა ლამრანის გამოცემა The Independent.
მისივე ინფორმაციით, ბავშვი არ დაშავებულა, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწია დედამისს.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლი Grenfell Tower დღეს დაიწვა. შენობას ცეცხლი 01:00 საათზე გაუჩნდა, როდესაც მაცხოვრებლებს ეძინათ. შენობაში დაახლოებით 600 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 50 კი დაშავდა.