აღმოჩენა გაკეთდა მღვიმეში, რომელსაც უძველესი ნატუფიელი ხალხი აკლდამად იყენებდა. ქვიშის ნარჩენებში მეცნიერებმა სახამებლისა და მცენარის ნაშთები იპოვეს. ორივე მათგანი დაკავშირებულია ხორბლისა და ქერისგან ლუდის წარმოებასთან. მკვლევართა აზრით, შეიძლება ეს იმის მტკიცებულებაც იყოს, რომ ადამიანებმა ზოგიერთი მარცვლეულის კულტივირება სწორედ ლუდში მისი საჭიროების გამო მოახდინეს.
არქეოლოგთა ცნობით, 13 000 წლის წინ ეს სასმელი უფრო ფაფის მსგავსი უნდა ყოფილიყო და თანამედროვე ლუდზე უფრო სუსტი.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, ლი ლიუს განცხადებით, აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლის წარმოება შეიძლება, სულაც არ ყოფილიყო ჭარბი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შედეგი და მისი მიზანი უფრო რიტუალური საჭიროება ყოფილიყო, ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის გამოჩენამდე.