weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროკავშირმა მობილური როუმინგის გადასახადი გააუქმა

11:27 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადი გაუქმდა. 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილებისას, მობილური ტელეფონით დარეკვისა და შეტყობინებების გაგზავნის დროს სამშობლოში არსებული ტარიფით ისარგებლებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა.

„ევროკავშირის არსი ადამიანების დაახლოება და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამიერიდან მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში იმოგზაურებენ, შეძლებენ დარეკონ, გააგზავნონ შეტყობინებები და დაუკავშირდნენ ადამიანებს იმავე ფასად, რასაც სახლში იხდიან. როუმინგის გადასახადის გაუქმება ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები წარმატებაა“, - განაცხადა იუნკერმა.

მისივე თქმით, როუმინგის გადასახადის გაუქმება ევროპაში ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ევროკავშირში როუმინგის ტარიფის გაუქმებასთან დაკავშირებით მობილურ ოპერატორებთან მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]