რვა ვაგონისგან შემდგარი მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. ხუთი ვაგონი გადატრიალდა. მგზავრთა ნაწილი ბლოკირებული აღმოჩნდა. სამაშველო ოპერაცია ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებს 120 ჯარისკაცი ეხმარებოდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავარია. თვითმხილველების ცნობით, ლიანდაგიდან გადავარდნამდე მათ ძლიერი ხმაური გაიგეს, შემდეგ კი ნაპერწკლები და კვამლი შენიშნეს.