weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინაში გეორგიევსკის ლენტის გამოყენება და გავრცელება კანონით აიკრძალა

12:54 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც გეორგიევსკის ლენტის დამზადებასა და პროპაგანდას კრძალავს. კანონის თანახმად, პროპაგანდად ჩაითვლება ლენტის საჯაროდ გამოყენება, დემონსტრაცია, ტარება, მისი ან მისი გამოსახულების გავრცელება.

გეორგიევსკის ლენტის ტარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2.5 ათასი გრივნის (100 აშშ დოლარი) ოდენობით. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც.

აკრძალვა არ ვრცელდება 1991 წლამდე გამოქვეყნებულ სახელმწიფო დოკუმენტებსა და ჯილდოებზე, როლებიც 2015 წლამდე მეორე მსოფლიო ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიცემოდა.

გეორგიევსკის ლენტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი პარტია „ეროვნულ ფრონტი“ იყო. უმაღლესმა რადამ კანონი 16 მაისს მიიღო. 12 ივნისს კი დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა.

გეორგიევსკის ლენტი რუსეთის იმპერიის მიერ წმინდა გიორგის ორდენთან ერთად 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს შეიქმნა. ორდენითა და ლენტით რუსეთის იმპერიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და სიმამაცის გამო აჯილდოვებდნენ.

2005 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავთან დაკავშირებით ლენტის გავრცელება და გამოყენება განახლდა.

გეორგიევსკის ლენტი, რომელიც რუსეთის იმპერიის სიმბოლოდ აღიქმება, პერიოდულად საქართველოშიც ჩნდება ხოლმე. მაგალითად, 2015 წელს, თბილისში, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოქალაქეები სწორედ ამ ლენტებით მივიდნენ. გეორგიევსკის ლენტებს ავრცელებენ რუსი ბაიკერები ე.წ. „ღამის მგლებიც“, რომლებიც საქართველოში რამდენჯერმე შემოვიდნენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]