weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შავ ზღვაში 2400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

12:50 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

ბულგარელი და ბრიტანელი მკვლევარების ჯგუფმა შავ ზღვაში, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან 80 კილომეტრში სავარაუდოდ, ბერძნული სავაჭრო გემი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, დაახლოებით 2400 წლის წინ ჩაიძირა.

მეცნიერებმა ჩაძირულ ხომალდს 2000 მ სიღრმეზე წყალქვეშა აპარატით მიაკვლიეს და სპეციალური ტექნიკით 3D ფორმატის გამოსახულება მიიღეს.

ზღვის ფსკერზე ნაპოვნი გემი ძველი და ყველაზე კარგად შემონახული აღმოჩენაა. 23-მეტრიან გემზე შენარჩუნებულია საჭე, ნაოსანთა სკამები და არაერთი ნივთი. წინასწარი შეფასებით, გემი ძველი წელთაღრიცხვის მე-400 წლით თარიღდება. ხომალდის ფორმა და დიზაინი ძალიან ჰგავს გემებს, რომლებსაც ძველი ბერძნები გამოსახავდნენ ღვინისთვის განკუთვნილ ჭურჭელზე.

მეცნიერების განმარტებით, ჩაძირული ხომალდის ასე კარგად შემონახვის მიზეზი შავი ზღვის თავისებურებაა, რადგან ზღვის ღრმა ფენაში ჟანგბადი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბულგარულ-ბრიტანულმა ექსპედიციამ 67 ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინა, მათ შორის - რომის იმპერიის სავაჭრო გემები და მე-17 საუკუნეში არსებული კაზაკთა სავაჭრო ფლოტის ხომალდები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]