weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩინეთში უზარმაზარი მღვიმეები აღმოაჩინეს

10:48 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

ჩინეთში, გუანსის ავტონომიურ რაიონში, ტყეში არსებული გიგანტური ღრმულის შესასწავლად მოწყობილი ექსპედიციისას, მკვლევარებმა მიწისქვეშ საოცარი მღვიმის კომპლექსი აღმოაჩინეს, რომლის ფართობი უზარმაზარია - 6.7 მილიონი კუბური მეტრი.

გეოლოგთა განცხადებით, მღვიმეები მიეკუთვნება „მსოფლიო კლასს“. ექსპედიცია ერთობლივად მოაწყვეს ჩინეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ. ღრმულში ჯგუფის 19 წევრი 4-დან 8 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. მათი მიზანი შიდა ნაწილის რუკაზე დატანა იყო.

ჩინეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრის, ჯან იუანჰაის განცხადებით, მღვიმის კომპლექსი სინამდვილეში გასულ წელს აღმოაჩინა ჰონგ-კონგურმა ექსპედიციამ, მაგრამ ამჯერად, მათმა ჯგუფმა სამგანზომილებიანი სკანირების გზით მღვიმის მთლიანი მოცულობა გაზომა. როგორც გაარკვიეს, ეს ღრმული (გეოლოგიურ ენაზე კარსტული ძაბრი) სიგანეში 100 მეტრია, სიგრძეში 200 მ, მაქსიმალური სიღრმე კი 118 მეტრს შეადგენს. კომპლექსი მოიცავს კორიდორებს, დარბაზებს, კრატერებს, კოლაფსირებულ ქანებს, ქვის სვეტებსა და მღვიმის მარგალიტების სახელით ცნობილ ფორმაციებს, ანუ პატარა მრგვალ ქვებს, რომლებიც წყლის მიერ ნაზად არის გაპრიალებული და დალექილია მღვიმის ბზარებში.

ამ ტიპის მღვიმეები როგორც წესი, მიწისქვეშა ღრუების ჩანგრევით წარმოიქმნება, ძირითადად წყლის დამსახურებით. მაგალითად, მსოფლიოში უდიდესი კარსტული ძაბრი, სიაოჟაი-ტიანკენგი, იგივე „სამოთხის ორმო“ სიგანეში 626 მეტრია და წარმოქმნილია დეფენგის მღვიმის თავზე, მღვიმე კი თავის მხრივ მძლავრი მიწისქვეშა მდინარის მიერაა წარმოქმნილი.

სავარაუდოდ, იგივენაირად არის წარმოქმნილი ეს მღვიმე და ღრმულიც.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]