საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
სტეფანი კიტი - ფარ ჰილზი, ნიუ ჯერსი: ტრადიციული დოღის მონაწილეები.
როდრიგო აბდი - პიხიხიაპანი, მექსიკა: ჰონდურასელი მიგრანტი მდინარეში ბანაობისას.
რაულ არბოლედა - კალამარი, კოლუმბია: სექს-მუშაკად ქცეული 37 წლის ვენესუელელი ლტოლვილი ალეხანდრა.
რონალდო შმიდტი - კარაკასი, ვენესუელა: ბარის გარეთ გამოსული თანამშრომლები დედაქალაქის იმ ნაწილში, რომელიც კორუფციისა და კრიმინალის გამო თითქმის დაცარიელებულია.
კარლ დე სოუზა - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ბალერინა სცენაზე გასვლამდე პუანტებს ისწორებს.
ნაჩო დოსე - მარანიაო, ბრაზილია: 54 წლის ლუზი ღუმელთან ტრიალისას.
იასუიოში ჩიბა - კუნძული მიგინგო, ვიქტორიას ტბა: უგანდისა და კენიის საზღვარზე მდებარე კუნძული მჭიდროდაა დასახლებული.
თომას კოქსი - ღაზა, პალესტინა: ბავშვები წყალს სვამენ ღარიბ უბანში მდებარე ცისტერნიდან.
ბანდარ ალგალუდი - რიადი, საუდის არაბეთი: მოკლული ცნობილი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ვაჟი სალაჰ ხაშოგი ქვეყნის პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან უსიამოვნო შეხვედრისას.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11