weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთში 17 ბიჭმა ФСБ-ს შენობაში აფეთქება მოაწყო, რა დროსაც დაიღუპა

15:39 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

რუსეთის ქალაქ არხანგელსკში, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შენობაში აფეთქება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამსახურის სამი თანამშრომელი კი დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოზარდს ხელში აუფეთქდა.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ აფეთქება დილით, ФСБ-ს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში მოხდა.

„წინაწარი ინფორმაციით, პირს, რომელიც შენობაში შევიდა, ჩანთაში დაუდგენელი ნივთი ჰქონდა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მას ხელში აუფეთქდა და სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები მიიღო“, – ციტირებს ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებას BBC.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე „ტერაქტის“ და „საბრძოლო მასალის უკანონო ფლობის“ მუხლებით აღძრა. გამოძიების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში 17 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა შეიტანა. მოზარდის ვინაობა დადგენილია.

აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაჩნდა მომხმარებელ „ვალერიან პანოვის“ შეტყობინება, სადაც ის წერდა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა მომავალ ტერაქტზე. ის ასევე წერდა, რომ „ФСБ აყალბებს საქმეებს და აწამებს ადამიანებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]