weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა სირიაში ISIS-ის ლიდერი მოკლეს

14:54 პარასკევი, 16 ივნისი 2017

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აზუსტებს ინფორმაციას ექსტერემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე. უწყების ინფორმაციით, მათ საჰაერო იერიში სირიის ქალაქ რაქაში, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე 28 მაისს, იმ დროს განახორციელეს, როდესაც დაჯგუფების ლიდერებს თათბირი ჰქონდათ.

„არსებული ინფორმაციით, რომლის გადამოწმებაც მიმდინარეობს, თათბირზე იმყოფებოდა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიც, რომელიც დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქალაქ რაქას აღმოსავლეთით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 330-მდე მებრძოლი მოკლეს.

„თვითმფრინავების „სუ-35“-სა და „სუ-34“-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულნი არიან ტერორისტული დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაურები, ასევე 30-მდე საველე მეთაური და მათი პირადი დაცვის 300-მდე წევრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიკვიდირებულებს შორის ქალაქ რაქას ემირები და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სულეიმან ალ-შეიხიც სახელდებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაიერიშების განხორციელების შესახებ მათ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია აშშ-მა არაერთხელ გაავრცელა, თუმცა ეს ცნობები აქამდე არ დადასტურებულა. 

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ერაყში 1971 წელს დაიბადა. იგი ასევე ცნობილია სახელით „უხილავი შეიხი“. აშშ-ს 10 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული ალ-ბაღდადის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, რამაც მის ხელში ჩაგდებას შეიძლება შეუწყოს ხელი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]