weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინდოეთში პლანეტის ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

15:26 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარათის რაიონ ნარმადაში ინდოელი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და ქვეყნის კონსტიტუციის თანაავტორის, ვალაბჰაი პატელის ძეგლი გაიხსნა. მისი სიმაღლე 182 მეტრი გახლავთ, რითაც იგი პლანეტის ყველაზე მაღალ ქანდაკებას წარმოადგენს.

ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დაესწრო. მონუმენტი, რომელიც ნიუ იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკებაზე ორჯერ დიდია, სწორედ პრემიერის ინიციატივით აღიმართა.

ძეგლის დადგმა დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მონუმენტი, რომელიც გუჯარათის შტატის უმსხვილეს ქალაქ აჰმედაბადიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, ყოველწლიურად 2.5 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.

აქვე გეტყვით, რომ ვალაბჰაი პატელის ძეგლის გახსნამდე პლანეტის ყველაზე მაღალი ძეგლის სტატუსს 128 მეტრი სიმაღლის ვაიროჩანა ბუდას ქანდაკება ატარებდა, რომელიც ჩინეთის პროვინცია ჰენანშია აღმართული.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]