weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაკისტანში თალიბანის სულიერი ლიდერი დანით მოკლეს

13:44 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

პაკისტანის მედია იუწყება, რომ „თალიბანის მამად“ წოდებული მაულანა ჰაყი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ექსტრემისტული დაჯგუფებების მეთაურებთან, დანით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა.

სასულიერო პირის შვილმა ჰამიდულ ჰაყმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის საშუალებით განაცხადა, რომ 80 წლის მამამისს დანით შეიარაღებულმა უცნობმა პირმა სასიკვდილო ჭრილობები თავის საცხოვრებელ სახლში მიაყენა. სისხლისგან დაცლილი მაულანა ჰაყი აბაზანაში იპოვეს.

მაულანა ჰაყს პაკისტანის უკონტროლო ჩრდილოეთ პროვინცია ხიბერ ფახთუნხვაში ისლამური სკოლა ჰქონდა გახსნილი და გავრცელებული ცნობებით, ივლისის საპარლამენტო არჩევნების დროს კავშირი ჰქონდა პაკისტანის იმ პარტიასთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი უდგას სათავეში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]