თავდასხმა 5 ნოემბერს მოხდა ქაბულიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ღაზნის პროვინციაში. პროვინციის წარმომადგენელთა თქმით, თალიბები თავს დაესხნენ პროვინციის დედაქალაქის მახლობლად, სტრატეგიულ გზაგასაყარზე მდგარ საგუშაგოს ხოგიანის რაიონში.
თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო და 6 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. თალიბანმა იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო.