კათალ მაკნაფტონი - პიტსბურგი, პენსილვანია: ბიჭუნები ლოცვისას სიცოცხლის ხის სინაგოგასთან, სადაც თავდამსხმელმა 11 ამერიკელი-ებრაელი მოკლა.
კაროლინ ვან ჰაუტენი - სან პედრო ტაპანატეპეკი, მექსიკა: 4 წლის კამილა სავიოლ მეხია ფეხით სიარულზე უარს ამბობს. ის და დედამისი იმ მრავალ ადამიანს შორის არიან, რომლებსაც შეერთებულ შტატებში გადასვლა სურთ.
ადრის ლატიფი - იდალგო, მექსიკა: გვატემალელ მიგრანტ მამაკაცს გოგონა მდინარე სუჩიატეზე გადაჰყავს.
კარლ დე სოუზა - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ულტრა-მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ.
პოლ ელისი - ლესტერი, ინგლისი: „ლესტერ სიტის“ ფეხბურთელები სტადიონზე მიტანილ ყვავილებთან, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაღუპული გუნდის პრეზიდენტს მიუძღვნეს.
კამილ ალთიფარმაქი - მანისა, თურქეთი: ნავები ტბა მარმარაზე.
მოჰამედ საბერი - ღაზა, პალესტინა: შურდულით შეიარაღებული პალესტინელი დემონსტრანტები ისრაელის საზღვართან.
KCNA - იანდოკი, ჩრდილოეთ კორეა: ქვეყნის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ ინი სამშენებლო ობიექტზე, რომელიც ბუნებრივი ცხელი წყაროების ტურისტულ ზონაშია.