weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

15:55 შაბათი, 17 ივნისი 2017

პოლონეთის პოლიციამ 21-დან 44 წლამდე საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ქალაქ ოპოლეში 16 ბინის გატეხვასა და გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

ოპოლეს პოლიციის ცნობით, ქალაქში ბინების გაქურდვის შესახებ ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში ვრცელდებოდა. ეჭვმიტანილები სახლებში შესაღწევად კარების საკეტებს ტეხდნენ და იპარავდნენ ყველაფერს, რისი წაღებაც კი შეეძლოთ, მათ შორის ველოსიპედებსაც.

დაკავებულების ნაქირავები ბინიდან პოლიციამ 50 ათას ზლოტამდე ღირებულების ძვირფასი ნივთები, ძირითადად, ნოუთბუქები, ტელეფონები, ვიდეოკამერები, საათები და ტანსაცმელი ამოიღო.

საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ მათგანს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 22 წლის მამაკაცს, რომელიც ბინის ჩხრეკის დროს მოპარული ველოსიპედით დაბრუნდა, 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]