პოლიციის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობის საბოლოო და ზუსტი მონაცემის დადგენას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს.
დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა კვლავ 30-ია, სხვები კი დაკარგულები და სავარაუდოდ დაღუპულები არიან - აცხადებს პოლიციის პრესმდივანი სტიუარტ კანდი. მისი განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი 14 ივნისს, გამთენიისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა 24-სართულიან შენობაში.