კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 200-მდე ადამიანზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის შედეგად 44 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის ყველაზე დიდი კერა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ საკრამენტოდან 150 კილომეტრში მდებარეობს, მისი ფართობი 450 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ქალაქ მალიბუში დაიწვა 370-ზე მეტი სახლი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, მანამდე კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ტრამპის განკარგულებით, კალიფორნიას სტიქიასთან საბრძოლველად ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა.