პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მოძრაობამ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სულ 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც გარდაცვლილია სამი პალესტინელი.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციისას შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის - დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური.