weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიევში გამართულ გეი აღლუმში 2500-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა

17:14 კვირა, 18 ივნისი 2017

დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ გეი პრაიდის მსვლელობაზე, გაძლიერებული საპოლიციო დაცვის თანხლებით, ათასობით აქტივისტი გამოვიდა. პოლიციის შეფასებით, თანასწორობის აქციაში, რომელიც კიევის ცენტრში დილის 10 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, 2500-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

მსვლელობა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში გაიმართა. აქციას ინციდენტების გარეშე რომ ჩაევლო, 5500-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

რამდენიმე ათეულმა ულტრანაციონალისტმა კონტრდემონსტრაციაც გამართა, რომლის დროსაც შეტაკებები მოხდა პოლიციასთან, დაშავდა ორი პოლიციელი და დააკავეს ექვსი პირი. კონტრაქციის რამდენიმე მონაწილემ ცეცხლი წაუკიდა ლგბტ თემის ცისარტყელის გამოსახულებიან დროშას. პოლიციამ კი კონფისკაცია გაუკეთა მათ ნიღბებს, გაზის კონტეინერებს, კვერცხებსა და მწვანე საღებავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]