weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

CIA-ს დასკვნით ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცმა დაუკვეთა

16:11 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დასკვნით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ხსენებული ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა მოისმინეს სატელეფონო ჩანაწერი, როგორ ესაუბრება ხაშოგი პრინცის უმცროს ძმას, ხალიდ ბინ სალმანს, რომელიც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩია. ხალიდმა ჯამალ ხაშოგის უთხრა, რომ ქორწინების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა მისულიყო სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში, სადაც დოკუმენტებს მიიღებდა. ის ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.

უცნობია, იცოდა თუ არა ხალიდ ბინ სალმანმა ჟურნალისტის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან სატელეფონო ზარი ჯამალ ხაშოგისთან ძმის ბრძანებით განახორციელა. ხალიდ ბინ სალმანი „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგისთან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კრიტიკით გამორჩეული ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა. მოგვიანებით ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]