weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ესპანელი მატადორი ივან ფანდინო ხართან ბრძოლისას დაიღუპა

11:31 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

36 წლის ესპანელი პროფესიონალი მატადორი ივან ფანდინო სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის კომუნა ერ-სულ-ლადურში ხართან ბრძოლების მიმდინარე ფესტივალისას გამართულ კორიდაზე ხარმა იმსხვერპლა.

ბისკაის პროვინციის ქალაქ ორდუნიას მკვიდრ ივან ფანდინოს, რომელიც კორიდაზე 14 წლის ასაკიდან გამოდის, ხართან ორთაბრძოლისას წითელ მოსასხამზე ფეხი დაედგა და დაეცა, რა დროსაც ხარმა რქა ფერდში გაუყარა. მატადორი არენიდან უმალ მონ დე მარსანის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა შემთხვევა ფატალური გამოდგა - ფანდინო სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეს მადრიდში 23 წლის მატადორი დანიელ გარსია ნავარეტე ლას ვენტასის კორიდაზე სადებიუტო გამოსვლისას ყელის, სახისა და ენის არეში მძიმედ დაშავდა და ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ასევე 23 წლის ესპანელი ტორერო ვიქტორ ბარიო არაგონის ოლქის ქალაქ ტერუელში გამართულ კორიდაზე, რომელიც ესპანურ ტელეარხებზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ხარმა იმსხვერპლა - ცხოველის რქა მას მკერდში გაეყარა და ადგილზე დაიღუპა. ბარიოს სიკვდილი 1992 წლის შემდეგ კორიდაზე მომხდარი პირველი ფატალური შემთხვევა იყო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]