კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარი 500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და მისი 65% უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მანამდე სტიქიამ 10 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით კალიფორნიის შტატის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. სტიქიასთან ბრძოლის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფის განკარგულება გასცა.