weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ტოიოტას“ პასუხი კალიფორნიის ხანძრისას დაზიანებულ მის ავტომობილზე

14:16 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელმა ხანძარმა 80-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უდიდესი ზარალი მიაყენა შტატს. მეხანძრეები, მაშველები და ექიმები სტიქიასთან ბრძოლას თითქმის ასრულებენ განადგურებულ ქალაქ პერედაისში. ერთმა მედმუშაკმა ალინ პირსმა, რომელმაც ხანძრისას საცხოვრებელი დაკარგა, თუმცა გუნდთან ერთად მუშაობა არ შეუწყვეტია, სტიქიისას გადარჩენილი ერთადერთი საკუთრება - „ტოიოტას“ პიკაპი Tundra შეაქო, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

ალინ პირსმა სოციალურ ქსელში ხანძრისას გვარიანად დაზიანებული ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა ავტომობილზე, რომელმაც უმძიმეს ყოფაში ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის გამო გაძლო და უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია მეპატრონეს.

ინტერნეტში ფოტოებით გავრცელებული ერთგვარი რეკლამა არ გამოპარვია იაპონურ ავტოკონცერნსაც, რომელიც უმალ გამოეხმაურა ალინ პირსს და იგივე ავტომობილის ჩუქებას შეპირდა.

„ქედს ვიხრით იმ ფაქტის წინაშე, რომ სიცოცხლის რისკის ფასად ამ ავტომობილით ადამიანების გადარჩენა შეძელით. არ ინაღვლოთ თქვენ მანქანაზე, რადგან მის ნაცვლად ახალს მიიღებთ“, - წერია „ტოიოტას“ ოფიციალურ საპასუხო განცხადებაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]