weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აშშ ირანს ქიმიური იარაღის ჩუმად წარმოებაში ადანაშაულებს

15:55 პარასკევი, 23 ნოემბერი 2018

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) აშშ-ის ელჩმა, კენეთ უორდმა ირანი ქიმიური იარაღის საიდუმლოდ წარმოებაში დაადანაშაულა. როგორც მან ჰააგაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედება საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.

ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით, ირანის მიერ წარმოებულ იარაღს, რომლის შესახებაც ქვეყანამ OPCW-ს არ შეატყობინა, ნერვული სისტემის პარალიზება შეუძლია.

უორდის განცხადებით, ირანმა რუსეთთან ერთად გვერდი აუარა საერთაშორისო რეგულაციებს და სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო ლიბიაში 2011 წელს მუამარ კადაფის მმართველობის დამხობის შემდეგ, სპარსული წარწერების მქონე ქიმიური იარაღის ყუთები იპოვეს.

ირანი, რომელსაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ასევე გაკრიტიკებული აქვს, ჯერ არ გამოხმაურებია ბრალდებას ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ. როგორც ირანში აცხადებდნენ, ამ ინციდენტებთან საერთო არაფერი აქვთ არც თეირანს და არც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]