weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარიზში დემონსტრატებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

17:45 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

პარიზში „ყვითელი ჟილეტის“ სახელით ცნობილ დაჯგუფების წევრებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ აქტივისტების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციების გამო პარიზის მეტროპოლიტენის შვიდი სადგური დროებით დახურეს. აქტივისტები დედაქალაქში ერთდროულად შვიდ ლოკაციაზე არიან შეკრებილი. მათ შორისაა ელისეს მინდვრები, თანხმობის მოედანი, პორტ-მაიოს, ბასტილიისა და რესპუბლიკის მოედნები.

არეულობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, პა-დე-კალეს დეპარტამენტშიც მოხდა. ქალაქ ენენ-ბომონში „ყვითელი ჟილეტის“ სახელით ცნობილი აქტივისტები პოლიციელებს თავს დაესხნენ და მათ ავტომობილებს ცეცხლი მოუკიდეს. არეულობის დროს შვიდი პოლიციელი დაშავდა.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. „ყვითელი ჟილეტის“ სახელით ცნობილი დაჯგუფების აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის ღირებულება 23 პროცენტის გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება იგეგმება პირველი იანვრიდანაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]