Xinhua - პერედაისი, კალიფორნია: თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქში, რომლის სახელწოდება ბედის ირონიით „სამოთხეა“, ხანძარს სულ მცირე 83 ადამიანი ემსხვერპლა.

AP - ვაშინგტონი, აშშ: პრეზიდენტის მიერ შესაწყელებელი ორი ინდაური სამხრეთ დაკოტადან სასტუმრო „ვილარდში“ იცდის.

Reuters - მეტაპა, მექსიკა: ორსულმა სალვადორელმა მიგრანტმა მექსიკის პოლიციის სპეცრაზმთან შეხვედრისას გონება დაკარგა.

EPA - ესკუინტლა, გვატემალა: ვულკანი „ფუეგო“ ამოფრქვევისას.

AP - სანტიაგო, ჩილე: სახემოხატული ქალი მონაწილეობას იღებს ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში.

Reuters - ბუენოს აირესი, არგენტინა: სტადიონზე მყოფი „ბოკა ხუნიორსის“ პატარა ქომაგი მამის მიერ დამაგრებულ ჟაკეტზე ჩამომჯდარა.

AFP - ნაირობი, კენია: იმპალები ნაირობის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარე რკინიგზასთან.

AFP - ჰოდეიდა, იემენი: ხოხას კლინიკაში მყოფი ნადია ნაჰარი და მისი 5 წლის ვაჟი აბდელრაჰმან მანჰაში, რომელიც მალნუტრიციისგან იტანჯება.

EPA - პომპეი, იტალია: არქეოლოგი მუშაობს ახლახანს აღმოჩენილ ფრესკაზე „ლედა და გედი“.

AFP - ჟიტომირი, უკრაინა: უკრაინელი პარატრუპერების კვალი ცაზე.















































