weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

18:05 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ახლა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც საგანგებო სესიაზე დღეს შეიკრიბება.

პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი 12 პუნქტიანი დოკუმენტი ძალაში დამტკიცებისთანავე შევა. განკარგულების მე-12 პუნქტი საიდუმლოა. საგანგებო რეჟიმი უკრაინაში 2019 წლის 25 იანვრის 15:00 საათამდე შენარჩუნდება.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინელ მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინის სამი სამხედრო გემი ხელში ჩაიგდეს. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, 6 სამხედრო დაიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გემებზე სულ 23 მეზღვაური იმყოფებოდა. გემები ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ და მათ ნაოსნობის საერთაშორისო წესები არ დაურღვევიათ. კიევმა რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა.

რუსეთის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს, ამიტომ მათ შესაჩერებლად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაცია განახორციელა, რაც „რეგიონში დაპირისპირების კიდევ ერთი კერის გაჩენას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად წინაპირობების შექმნას ისახავს მიზნად“.

რუსეთი კიევს აფრთხილებს, რომ „პროვოკაციას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირთან არის შეთანხმებული და მიზნად ისახავს რუსეთის აკვატორიაში კონფლიქტის პროვოცირებას, სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ თავდასხმას“, - განაცხადეს რუსეთის შს სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]