ინციდენტის შედეგად შანზ-ელიზე გადაიკეტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პიერ-ანრი ბრანდეს თქმით, 31 წლის მძღოლი შეჯახებისგან მიღებული დაზიანებებით მოკვდა. შსს მინისტრ ჟერარ კოლომბის თქმით, თავდამსხმელი განზრახ მოქმედებდა. ავტომობილში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, პისტოლეტები, ვაზნები და გაზის ბალონი აღმოაჩინეს.
პოლიციამ აღძრა საქმე, რომელსაც ბრანდეს თქმით, ანტიტერორისტული დეპარტამენტი და საფრანგეთის საშინაო უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ამ დროისთვის მომხდარ არაერთი სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის გამო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა.