weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვა გაძლიერდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

10:57 შაბათი, 08 აპრილი 2017

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვა მას შემდეგ გაძლიერდება, რაც შეერთებულმა შტატებმა ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 აპრილის განცხადებაში ამერიკულ საჰაერო იერიშს „უკიდურესად დაბალი ეფექტიანობა“ უწოდა. რუსეთის სამინისტროს პრესმდივნის, გენერალ იგორ კონშენკოვის თქმით, სირიის საჰაერო ბაზას მხოლოდ 23-მა რაკეტამ მიაღწია, უცნობია სად ჩავარდა დანარჩენი 36.

რუსეთში მძაფრი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის საჰაერო იერიშს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ განხორციელდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]