weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოროსის ფონდი თურქეთში საქმიანობას წყვეტს

11:52 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ თურქეთში საქმიანობას წყვეტს. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მილიარდერი ფილანტროპი სოროსი ერების გახლეჩვისა და განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის თურქული მედიით გავრცელებული უსაფუძვლო განცხადებების სამიზნეა, რის გამოც ამ ქვეყანაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, თუქრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა ხუთი წლის წინ, სტამბოლში, გეზის პარკში ერდოღანის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების გამოძიება და მთავრობა ცდილობს, ის სოროსის ფონდს დაუკავშიროს.

10 დღის წინ თურქეთში 13 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ქვეყანაში „ღია საზოგადოების ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰაქან ალთინაიც იყო. მათ ედავებოდნენ მთავრობის დასამხობად მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობაში ასევე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ოსმან კავალას მხარდაჭერას.

The Guardian-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში ერდოღანმა ეს დაკავებები ჯორჯ სოროსს დაუკავშირა.

„ეს პიროვნება [კავალა], რომელიც ტერორისტებს აფინანსებდა გეზის ინციდენტების დროს, უკვე ციხეშია. და ვინ დგას მის უკან? ცნობილი უნგრელი ებრაელი სოროსი.

ეს არის კაცი, რომელიც ადამიანებს ავალებს ერების გახლეჩვას და განადგურებას. მას იმდენი ფული აქვს და ამ ფულს ასე ხარჯავს“, – განაცხადა ერდოღანმა.

„ღია საზოგადოების ფონდი“ 2013 წლის მასობრივ საპროტესტო ტალღასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლების მცდელობა ფონდი მასთან დააკავშიროს ახალი არ არის.

ფონდი აცხადებს, რომ თურქეთში საქმიანობას რაც შეიძლება მალე შეაჩერებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]