weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირანში მიწისძვრის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

15:12 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ დასახლებაში მიმდინარეობს. ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]