ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დამტკიცდა. მსხვერპლის შესახებ, ზუსტი რაოდენობა უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო.
აღსანიშნავია, რომ სირიის ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაცია 2014 წელს ტრამპის წინამორბედმა ბარაკ ობამამ დაიწყო, მაგრამ აქამდე ამერიკული ავიაცია იერიშებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ახორციელებდა.