ქაბულში დაძაბული ვითარებაა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ქალაქის ცენტრში, დანაღმული სატვირთო მანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2001 წლის შემდეგ ეს იყო ქაბულში ერთი თავდასხმისას ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.
დაუცველობის გამო ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა საპროტესტო კარავი სწორედ აღნიშნული თავდასხმის ადგილთან დადგა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობის გადადგომას.