რანია იუსეფის შავმა კაბამ ეგვიპტელ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მსახიობს სასამართლოში ადვოკატებმა, ამრო აბდელსალამმა და სამირ საბრიმ უჩივლეს. მათი თქმით, მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს, ტრადიციებსა და მორალს ეწინააღმდეგებოდა.
თავად რანია იუსეფმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და განაცხადა, რომ კაბის არჩევისას შეცდომა დაუშვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეგვიპტელ ქალ მსახიობს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში 25 წლის ეგვიპტელ მომღერალ შაიმა აჰმედს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა პროვოკაციულად მიჩნეული მუსიკალური კლიპის გამო, რომელშიც იგი ბიუსტჰალტერით ჩანს და ბანანს ჭამს.