weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიგერიის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ მომკვდარა და ორეულით არ შეუცვლიათ

11:13 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ნიგერიის პრეზიდენტი, 76 წლის მუჰამადუ ბუჰარი მის გარდაცვალებასთან და ორეულით შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების გაქარწყლებას ცდილობს. BBC-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ნამდვილი პრეზიდენტის ნაცვლად საზოგადოების წინაშე სუდანელი მამაკაცი გამოდის.

2019 წლის თებერვალში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. 2017 წელს, სამი თვით ის სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთშიც გაემგზავრა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბუჰარის მთავარი კონკურენტი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, 72 წლის ატიკუ აბუბაქარი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, ოპოზიცია გეგმავს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს აქცენტი სწორედ მოქმედი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილოს.

მუჰამადუ ბუჰარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში 2017 წლის ბოლოდან დაიწყო. "ბი-ბი-სი" სააგენტო France Press-ზე დაყრდნობით წერს, რომ ხმებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანი და ასევე სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი ნამადი კანუც ავრცელებდნენ. კანუმ გამოაქვეყნა ორი ფოტოც, სადაც ერთ-ერთზე ბუჰარი მარცხენა ხელით წერს, მეორეზე კი - მარჯვენით. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ფოტოებთან დაკავშირებით განმარტებაც მოსთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]