weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გასულ წელს ლტოლვილთა რიცხვი მსოფლიოში 65.5 მილიონამდე გაიზარდა - გაერო

11:45 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოში გადაადგილებულ პირთა რიცხვი 65.6 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი, რაც 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 300 ათასით მეტია, მოიცავს როგორც ლტოლვილებს, ისე თავშესაფრის მაძიებლებსა და საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალ პირებს.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ადგილნაცვალი პირების მიმართ შიში და მათი იზოლაცია ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. 

„20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, პატივს მივაგებთ იმ 65 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობასა და გაბედულებას, რომელიც იძულებულია გაექცეს ომს, დევნასა და ძალადობას. მაგრამ ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ მთელს მსოფლიოში იმ თემებისა და ადამიანების დამსახურებაც, რომლებიც თავიანთ რიგებში იღებენ ლტოლვილებსა და ადგილნაცვალ პირებს, მათ სთავაზობენ უსაფრთხო ადგილს და მიესალმებიან თავიანთ სკოლებში, თავიანთ სამუშაო ადგილებზე, თავიან საზოგადოებებში“, - განაცხადა ფილიპო გრანდიმ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე დიდ ჯგუფს, 12 მილიონამდე ადამიანს, სირიელები შეადგენენ. მათ მოჰყვებიან კოლუმბიელები (7.7 მლნ) და ავღანელები (4.7 მლნ).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]