როგორც წესი, გასართობი ატრაქციონების პარკები შშმ პირებისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ სან ანტონიოში არსებული ახალი პარკი ამ მხრივ უნიკალურია - იგი საგანგებოდ მოწყობილია სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დამსვენებელთათვის.
„ჩვენი მიზანია ვიზიტორის მიღების უდიდესი გამოცდილების უზრუნველყოფა ინკლუზიურ, უსაფრთხო, კომფორტულ და არა-ზედმეტად ხალხმრავალ გარემოში. პარკი პირობას დებს, რომ შშმ პირებს მისცემს საშუალებას, ითამაშონ და გაერთონ ბარიერების გარეშე.“ - აცხადებს პარკის დამაარსებელი გორდონ ჰარტმანი, რომელმაც პარკის გახსნამდე ექიმებთან, თერაპევტებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და მომვლელებთან საგანგებოდ იმუშავა.
შშმ პირები, ძირითადად ბავშვები და მათი მშობლები უფასოდ, სპეციალური სამაჯურით შედიან პარკში, სადაც ყველაფერი ეტლით მოსარგებლებისთვისაა განკუთვნილი.