ავიაკატასტროფა, რომლის მიზეზები ჯერ უცნობია, მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი თვითმფრინავის საწვავით შევსება ხდებოდა. მომხდარის გამო იაპონიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკელი და იაპონელი სამხედროები მონაწილეობენ.
ავიაგამანადგურებელსა და სადაზვერვო თვითმფრინავი იაპონიაში მდებარე ივკუნის სამხედრო ბაზაზე იყო დისლოცირებული და დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.