weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლუქსემბურგში ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

15:15 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018
ფოტოზე ელექტროავტობუსი ლუქსემბურგში ფოტოზე ელექტროავტობუსი ლუქსემბურგში

ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობის გადასახადი 2019 წლის ზაფხულში გაუქმდება.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაუქმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეორე ვადით არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ფიცი დადო.

ლუქსემბურგის მთავრობა რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასა და ორი ახალი სახელმწიფო დღესასწაულის დაწესებასაც გეგმავს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მატარებლის პირველი და მეორე კლასის ვაგონებსაც შეეხება თუ არა. ამჟამად ლუქსემბურგში მატარებლით დაახლოებით ორი საათით მგზავრობა 2 ევრო ღირს, ბავშვებისა და 20 წლამდე მოზარდებისთვის კი უფასოა.  

ლუქსემბურგის საჰერცოგოს მოსახლეობა 600 ათასს შეადგენს. დამატებით 200 ათასი ადამიანი სამუშაოდ საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან ჩადის. დედაქალაქ ლუქსემბურგში 110 ათას ადგილობრივ მცხოვრებზე 400 ათასი ჩასული მოდის. 2016 წელს ქალაქში წარმოქმნილ უზარმაზარ საცობში მძღოლებმა 33 საათი გაატარეს.

ევროპის სხვადასხვა ქალაქების მთავრობები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე გადასახადს აუქმებენ. მაგალითად, 2018 წლის ივლისიდან ესტონეთის 15 მაზრიდან 11-ში მგზავრები, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]