weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაეროში აშშ-ის ახალი ელჩი ჰეზერ ნაუერტი იქნება

09:57 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანსა და ყოფილ ტელეწამყვანს, ჰეზერ ნაუერტს წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

48 წლის ნაუერტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში 2017 წლის აპრილიდან მუშაობს. მის მიერ თანამდებობის დაკავების დროს სახელმწიფო დეპარტამენტს რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ტილერსონი გაათავისუფლა, ჰეზერ ნაუერტმა პოსტის შენარჩუნება შეძლო.

რაც შეეხება გაეროში აშშ-ის ელჩს ნიკი ჰეილის, ის ამ თანამდებობაზე 2017 წლის იანვრიდან მუშაობს. მანამდე ის სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო. 2018 წლის ოქტომბერში ჰეილიმ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]