ტაისონის საწინააღმდეგო ბრალდებები სამმა სხვადასხვა ქალმა პოპულარულ რელიგიურ-სპირიტუალურ კომპანიასა და ვებგვერდ Patheos-ს განუცხადეს. მათი თქმით, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და შევიქწროების ფაქტებს ადგილი სხვადასხვა წლებში ჰქონდა.
ნილ დეგრას ტაისონმა ბრალდებების საპასუხოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს რეპუტაციისა და ქორწინებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. მისი თქმით, იგი საკუთარ თავს მოსიყვარულე ქმრად და საზოგადო მოღვაწედ თვლის, მეცნიერად და განმანათლებლად, რომელიც საზოგადოებას ემსახურება.