შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტის“ დემონსტრანტების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
დემონსტრაციის გამო დროებით დაიკეტა ეიფელის კოშკი, გადაიდო საფეხბურთო მატჩი, ხოლო რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ პარიზში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
აქციაზე დღეს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნებთან ერთად, პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც ისმოდა.