weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმის შედეგად, 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია

11:02 სამშაბათი, 04 აპრილი 2017

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულის შეადგენს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

მეორე საჰაერო თავდასხმა იდლიბის სამხრეთით მდებარე ქალაქში მოხდა, სადაც დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებიან, რომ პროვინციაში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა დაჭრილი ადამიანებით არის სავსე.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს შეიძლება ყველაზე მასშტაბური ქიმიური თავდასხმა იყოს მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქალაქ დამასკოში ქიმიურ თავდასხმას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის სახელმწიფოების განცხადებით, 2013 წლის თავდასხმაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობა იყო, თუმცა მომხდარში ოფიციალური დამასკო ამბოხებულებს ადანაშაულებდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]