ალექსეევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ ფედოტოვმა გაავრცელა. მისი განცხადებით, ლიუდმილა ალექსეევა ბოლო დღემდე მუშაობდა.
„ეს საშინელი დანაკლისია რუსეთის უფლებადამცველთა მოძრაობისთვის“, – აღნიშნა ფედოტოვმა.
ლიუდმილა ალექსეევა 1927 წელს ევპატორიაში დაიბადა. იგი იყო საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი, მონაწილეობდა იატაკქვეშა ბიულეტენის „მიმდინარე მოვლენების ქრონიკა“ გამოცემაში. 1976 წელს ალექსეევა გახდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის – უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია რუსეთში, ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთი წლის შემდეგ ის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1993 წელს ალექსეევა რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2002 წელს იგი გახდა პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. კომისია მოგვიანეთით საბჭოდ გარდაიქმნა.